24/7 ოპერირება კარიერა

სერვისები

მთავარი / სერვისები

საზღვაო ტვირთების ინსპექტირება

დრაფტის კვლევა, ბუნკერის კვლევა, დატვირთვა/გადმოტვირთვის ზედამხედველობა, ტანკების სისუფთავის შემოწმება, on/off hire ინსპექტირება და სხვა.

მოითხოვეთ ეს სერვისი →

ტვირთის რაოდენობისა და ხარისხის კონტროლი

ყველა ტიპის ტვირთის რაოდენობისა და ხარისხის დამოუკიდებელი გადამოწმება საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეთოდების გამოყენებით.

მოითხოვეთ ეს სერვისი →

ლაბორატორიული ტესტირება და ანალიზი

ნავთობპროდუქტების, ქიმიური პროდუქტების, სასაქონლო პროდუქციისა და ტვირთების ანალიზი ჩვენს სერტიფიცირებულ ლაბორატორიებში.

მოითხოვეთ ეს სერვისი →

ტერმინალისა და მარაგების კონტროლი

მარაგების გაზომვა, ტერმინალის ინვენტარიზაცია, დანაკარგების კონტროლი, მონაცემთა შეჯერება და რეზერვუარების პროფესიონალური რეცხვა-გაწმენდის მომსახურება რეზერვუარებისთვის, სილოსებისა და ტერმინალებისთვის.

მოითხოვეთ ეს სერვისი →

სარკინიგზო და საგზაო ტვირთების ინსპექტირება

ვაგონების, სატვირთო ავტომობილებისა და ნაყარი ტვირთების ინსპექტირება დატვირთვის, ტრანზიტისა და გადმოტვირთვის დროს, ზუსტი ანგარიშგებით.

მოითხოვეთ ეს სერვისი →

სამრეწველო და არასაზღვაო ინსპექტირება

საწყობების, მარაგების კონტროლის, საპროექტო ტვირთებისა და სხვა სამრეწველო ინსპექტირების სერვისები, ასევე ახალაშენებული ობიექტებისა და მათი საინჟინრო სისტემების ტექნიკური ინსპექტირება და სერტიფიცირება — თქვენს საჭიროებებზე მორგებული.

მოითხოვეთ ეს სერვისი →

სააგენტო მომსახურება

CIC გემთმფლობელებს, ჩარტერერებსა და გემის ოპერატორებს საქართველოს პორტებში სთავაზობს სრულ სააგენტო მომსახურებას. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს გემის პორტში შემოსვლასთან, დგომასა და გასვლასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზებასა და სრულ კოორდინაციას.

მომსახურება მოიცავს აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვებასა და მომზადებას, პორტის ადმინისტრაციასთან, საბაჟო და სხვა შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას, ნავმისადგომისა და სატვირთო ოპერაციების კოორდინაციას, ეკიპაჟის ცვლილებისა და ტრანსპორტირების ორგანიზებას, ასევე გემისთვის საჭირო ტექნიკური და საყოფაცხოვრებო მარაგების მიწოდებას.

CIC ასევე უზრუნველყოფს ბუნკერის საწვავის მიწოდების ორგანიზებასა და ბუნკირების სრული პროცესის კოორდინაციას — მომწოდებლის შერჩევიდან და მიწოდების დაგეგმვიდან ოპერაციის ზედამხედველობამდე და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებამდე.

ადგილობრივი გამოცდილებით, სწრაფი კომუნიკაციითა და მუდმივი ოპერატიული მხარდაჭერით, CIC ხელს უწყობს გემის პორტში შეუფერხებელ მომსახურებას, დროისა და ხარჯების ეფექტიან მართვასა და კლიენტის ინტერესების დაცვას.

მოითხოვეთ ეს სერვისი →
ნავთობპროდუქტების საცავი ტერმინალი